ისტორიული გამარჯვების ემოციები რუსთავის ქუჩებში [video]

2024-06-27 03:47:06

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება რუსთაველებმა ერთად აღნიშნეს.

პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ ყველა ასაკის რუსთაველი ქუჩაში გამოვიდა და ემოციები ერთმანეთს გაუზიარეს.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საავტომობილო მსვლელობები მოაწყეს. რუსთაველის მოედანზე შეკრებილი დიდი რაოდენობა ხალხის გამო საავტომობილო გადაადგილება პარალიზებული იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ისტორიული გამარჯვების აღნიშვნის კადრებს რუსთავის ქუჩებიდან.