რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

2024-06-25 23:15:22

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელისა" და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციი ეკიპაჟები.