რუსთავში თუთარჩელას სოლო კონცერტი გაიმართა

2024-06-25 13:48:54

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ფოლკლორული ანსამბლ "თუთარჩელას" სოლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში, რომელიც ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, "თუთარჩელას" ოთხი თაობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

რუსთავის თეატრში მისულმა მსმენელმა ერთი საათის განმავლობაში "თუთარჩელას" მიერ შესრულებული ქართული და მსოფლიო ფოლკლორული მუსიკა მოისმინეს.

კონცერტზე შესრულდა სხვადასხვა პერფომანსიც.