ბაქოში სროლის დროს 5 ადამიანი დაიღუპა

2024-06-24 12:45:30

ბაქოში შეიარაღებული პირის დაკავების დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა რამდენიმეჯერ ნასამართლევი და ძებნილი პირის დაკავების დროს მოხდა.

კაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლა.

სპეცოპერაციის დროს მსროლელის ლიკვიდაციაც მოხდა.