ხანძარი რუსთავში

2024-06-22 11:24:31

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცეცხლი XII მიკრორაიონში არსებულ ერთერთი კომერციული ობიექტის საწყობში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა საწყობში არსებული სხვადასხვა სახის ნივთები.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდოდ მიზეზად ელ.სადენები სახელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.