იცოდი? - როდის აშენდა რუსთავის მთავარი სტადიონი და ვინ დააპროექტა ის.
რუსთავის "ფოლადის" სტადიონი, რომელიც ახლა არასახარბიელოდ გამოიყურება, ქალაქის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქის დაარსებიდან დღემდე.
შესაძლოა რუსთაველების დიდმა ნაწილმა არც იცის, ვინ დააპროექტა სტადიონი და რომელ წელს დაიწყო მისი მშენებლობა.
40-იან წლებში ქალაქის მშენებლობის დაწყებასთან ერთად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო.
სტადიონის პროექტი პირველ გენ-გეგმაზეცაა დატანილი.
სტადიონი 1946 წელს არქიტექტორმა დიმიტრი მეილიქიშვილმა დააპროექტა.
მშენებლობა 1948 წელს დასრულდა და ამავე წელს დაფუძნდა პირველი საფეხბურთო კლუბი "მეტალურგიც".
სტადიონზე საფეხბურთო მოედნის ზომა 105X58-ზეა და 11 000-მდე მაყურებელს იტევს. მოედანი შემოსაზღვრულია სარბენი ბილიკით.
1985 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.