რომელ საათზე დაიწყება რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია

2024-06-19 12:53:56

რუსთავის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება.

სარეგისტრაციო საათები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა გადანაწილებული.

ინფორმაციას ააიპ "რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება" ავრცელებს.

"2024-2025  სასწავლო წლისათვის რუსთავის საბავშვო  ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის
მსურველთა საყურადღებოდ!
საყოველთაო რეგისტრაცია  გაიმართება 20 ივნისს საიტზე rustavikids.ge

20 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:

1)  10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2021 წლიდან-30.09.2022 წლის ჩათვლით);

2)  11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2020 წლიდან-30.09.2021 წლის ჩათვლით);

3)  12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);

4)  13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2024 წლის 07 ივლისს, შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი განხორციელდება 2024 წლის  03 სექტემბერს (იგივე წესით დაცვით როგორც მეორე ეტაპი).
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)

2. ორი ფოტოსურათი (3x4)

3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)

4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ყურადღება!

2022 წლის 1 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების  გაერთიანება მიიღებს  განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი.

(განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალურ სერვისცენტრს,  მის; მეგობრობის 20-ბ)

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს N11, 23, 25,  ფილიალი.
გისურვებთ წარმატებას

ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
",- ნათქვამია განცხადებაში.