რუსთავში, ქუჩაში კაცი დააკავეს

2024-06-18 19:24:05

რუსთავში სამართალდამცავებმა 30 წლამდე კაცი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გომელაურის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი პირადი ჩხრეკის საფუძველზე შეაჩერეს.

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მამაკაცს ერთ-ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება უპოვა.

კაცი ადგილზევე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები