თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუა ხნის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.