თბილისში, მე-3 დღეა 27 წლის თორნიკე ჭავჭავაძეს ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ბიჭის დედამ განუცხადა, მის შვილთან კომუნიკაცია პარასკევის შემდეგ ვეღარ ხერხდება.
ხალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან სამართალდამცავებიც.
თორნიკე გლდანიდან ცხვარიჭამიას მიმართულებით წავიდა, ბოლო კვალი იკარგება ტყესთან.
თუ დაკარგულ ბიჭთან დაკავშირებით ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაურეკეთ დედას ნომერზე: 593 932 665