პოლონეთში, ვარშავაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 64 და 72 წლის კაცებმა შოპინგ ცენტრთან დაპარკინგებული ავტომობილიდან ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თანხა მოიპარეს.
სამართალდამცავებმა ქართველები ვარშავაში, ერთ-ერთ სახლში დააკავეს, ჩხრეკის დროს ამოიღეს თანხა და ნივთები, რითაც ავტომობილებს ტეხავდნენ.
დაკავებულებს წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.