გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტს ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"- ის პარტნიორი ორგანიზაცია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ახორციელებს. მოხალისეები საჯარო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, დაწყებით სკოლებსა და მოზარდთა პროფესიულ სკოლებში იმუშავებენ.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მეილზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა 20 ივნისია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული Facebook გვერდი.