იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 32 წლის კაცს ძარცვა ედება ბრალად და მას იტალიელი სამართალდამცავები 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
საქართველოს მოქალაქე ავტომობილით გადაადგილების დროს სამართალდამცავებმა გააჩერეს და შეამოწმეს. შემოწმების დროს არმოჩნდა, რომ კაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა და სასამართლოს მიერ 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელს თავი თავის დროს გერმანიაში გაქცევით აარიდა.
ქართველი ადგილზევე დააკავეს.