მაგისტრალზე ტრაილერი გადაბრუნდა

2024-06-15 12:07:06

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი და დაზიანდა 5 ავტომობილი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე დროებით საავტომობილო მოძრაობის შეფერხება მოხდა.

"ინფო რუსთავი" დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ველოდებით ოფიციალურ ინფორმაცია.