ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია გერმანიიდან 9 სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტები 2024 წლის სექტემბერში/ოქტომბერში ქალაქ შტუტგარტში განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის თანხები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 20 ივნისია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.