რუსთავში ბინები გაძვირებას კვლავ განაგრძობს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
"ერთოთახიანი მინიმალური ფასი ე.წ. ხრუშოვის გარემონტებული 35 000$-40000$.
2 ოთახიანი ბინები ე.წ. მოსკოვის პროექტით 45 000-50 000$, ხოლო ქალაქური პროექტის გაკეთებული ბინა ფასი 62 000$-მდე ადის.
სამ ოთახიანები ქალაქური პროექტით 65 000-70 000$, ე.წ. მოსკოვსი პროექტი 60 000-63 0000$.
რაც შეეხება 4 ოთახიანებს, ესენი ძირითადად არის ე.წ. ჩეხურის და მოსკოვის პროექტი, ჩეხურის 4 ოთახიანის ფასი არის 80 000-85 000$, ხოლო ე.წ. მოსკოვის პროექტის 75 000$.
ფასები იწევს, მაგრამ კურისს შეცვლა რამდენად იმოქმედებს ვერ გეტყვით, თუმცა ახლა შეჩერებულია გაყიდვები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ცერცვაძემ.