რუსთავში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტაქსი შეეჯახა [video]

2024-06-05 17:56:17

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს თბილისი-რუსთავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ტაქსი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები