რა ღირს მართვის მოწმობის გამოცვლა

2024-06-05 11:49:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 - კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.

C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის - კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).

მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მართვის მოწმობის გამოცვლას 15 ლარად შეძლებთ.

მოწმობის შესაცვლელად საჭიროა წარადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაცვლელი მართვის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. გამოცდების ჩაბარება საჭირო არ არის.