რუსთაველი სპორტსმენი კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა

2024-06-04 19:23:59

რუსთაველი მოკრივე შალვა მიგრიაული საქართველოს ჩემპიონი გახდა.

კრივის ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, თვილისში ჩატარდა.

ზურაბ ჩიტრიკაშვილის გაწვრთნილი 13 წლის რუსთაველი სპორტსმენი მძიმე წონით კატეგორიაში, 75+-ში მონაწილეობდა.

მიგრიაულმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცა და ოქროს მედლის მფლობელი და სტიპენდიანტი გახდა.