რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მაისის თვეში 6 გველი დაიჭირეს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 11 გამოძახება შევიდა, საიდანაც 6 დადასტურდა, მათ შორის არ ყოფილა შხამიანი გველი.
დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა - 2, ჩვ. ანკარა - 2, ფერადი მცურავი - 1, გველხოკერა - 1.
დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.
ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს