ევროპის სოლიდარობის კორპუსი გრძელვადიან პროექტს განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით გერმანიაში ახორციელებს. პროექტი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული ბმული ან ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.