საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს 11:00-დან ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები მივიდნენ და "ქართულ ქარტიას" მოაწერეს ხელი.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ ქარტიას შეუერთდნენ: გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია - პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია - „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია - „დროა“; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე - „ლელო“; ნიკა მელია - პარტია "ახალი"; ქეთევან თურაზაშვილი - პარტია "მოქალაქეები"; ირაკლი ჯამბურია - ,,თავისუფლება - გამსახურდიას გზა"; "მოძრაობა ხალხისთვის" - კახაბერ დვალიშვილი; "სტრატეგია აღმაშენებელი" პაატა მანჯგალაძე; "ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია; "რესპუბლიკური პარტია" - დავით ბერძენიშვილი; თინა ბოკუჩავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" - ბაჩუკი ქარდავა.
ქარტიას ხელს არ აწერს "გირჩი" და გახარიას პარტია "საქართველოსთვის".
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტუკ სპექტრსა და მოქალაქეებს ქარტია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.