საქართველოდან უცხოეთში ფრენა 25%-ით გაძვირდა.
ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 25.5%-ით არის გაზრდილი.
ეს ნიშნავს, რომ პირობითად თუკი ბილეთის ღირებულება გასულ წელს შეადგენდა $100-ს ამჟამად ის 125.5 დოლარი ღირს.
თუმცა, საქსტატის თანახმად, საზღვარგარეთ ტურისტული მოგზაურობა (მგზავრობა, სასტუმროში დასვენება) წინა წელთან შედარებით მხოლოდ 6%-ით არის გაძვირებული.
წყარო: BMG