GYE-ის პარტნიორი ორგანიზაცია პოლონეთიდან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტი 2024 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მოხალისეები სოციალურ ორგანიზაციაში იმუშავებენ.
ვაკანსია განკუთვნილია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.
პროექტზე განაცხადის გასაკეთებლად შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე მისამართზე: georgianyouth@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 16 ივნისია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული ბმული.
არასამთავრობო ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" 2006 წელს რუსთავში დაარსდა. მათი სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.