4 მედალი საქართველოს ჩემპიონატზე

2024-06-01 15:09:30

რუსთაველმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე კიკ-ბოქსინგში წარმატებით ისაპარეზეს.

შალვა მამაცაშვილის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, 4 საპრიზო ადგილი მოიპოვეს, 2 ოქრო და 2 ვერცხლი.

I ადგილი - ნიკა ზირაქაძე, 66 კგ

I ადგილი - თეიმურაზ ფაშალიშვილი, 75 კგ

II ადგილი - საბა სულამანიძე, 100+ კგ

II ადგილი - გოჩა ბერიშვილი, 54 კგ