რუსთავში შვილმა დედას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XVI მიკრორაიონში, 40 წლამდე კაცსა და 60 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით შვილმა დედას სცემა. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.