რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-05-30 19:58:49

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 02:00-დან 02:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრონის, ლებანიძის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 02:40-დან  03:20 საათამდე აბონენტებს  ტაშკენტის, შარტავას, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;  

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.