რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე, რომელიც წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულად წახალისებას სასწავლო წლის დასასრულსაც მიიღებენ.
აღნიშნულს მერიის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.
"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეები.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი), ხოლო ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 300(სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.
პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები,"- ვკითხულობთ მერიის ვებ. გევრდზე.