ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2024-05-30 13:00:58

თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.