ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება:
ხვალ, 30 მაისს, მარნეულში, ლეჟბადინი 1-ის ქვესადგურზე დაგეგმილი აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 30 მაისს, 12:40 საათიდან 15:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში: მარის არხის დასახლებას, ასლანიკაშვილის, ბათუმის, ბოსტანქალაქის, გაგარინის, გოგებაშვილის, გომელაურის, დონეცკ მეტალურგების, კომუნალების, კოსტავას, მშვიდობის, მშენებელთა, ნ. ნიკოლაძის, გ. ნიკოლაძის, სააკაძის, სამედიცინოს, სარაჯიშვილის, სუნგაით მეტალურგების, ფანცულაიას, ფიროსმანის, წერეთლის, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის და ჯავახიშვილის ქუჩებს; 1 მაისის, არაყიშვილის, ბალანჩივაძის, ბარათაშვილის, გარეჯის, დუმბაძის, კონსტიტუციის, მაიაკოვსკის, რუსთაველის ქუჩებს გასასვლელებითა და ოსტროვსკის, სპორტის, ქაშაკაშვილის ქუჩებს ჩიხებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.