თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქართველი ქალი ემსხვერპლა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ავარია გოლბაში-გაზიანტეპის მაგისტრალზე, სოფელი ჩატალაღაჩთან მოხდა.
ერთმანეთს ქართულ ნომრიანი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შეჯახების დროს დაიღუპა სამი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქართველი ქალია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.