რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.
საპროტესტო აქციის მონაწილებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.
აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, საიდანაც მოქალაქეები სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.
საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, აქცია ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს.
პარლამენტის ყველა შესასვლელში სამართალდამცავთა დიდი მობილიზებაა.