ორგანიზაცია "Umbrella" მოხალისეებს ეძებს

2024-05-28 18:36:51

ორგანიზაცია Umbrella ორთვიან მოხალისეობრივ პროგრამას თურქეთში ახორციელებს. პროექტის დაწყების თარიღი მოხალისის ჩართვის დღეზეა დამოკიდებული.

მოხალისეობრივი საქმიანობა ინგლისური ენის სასწავლო პროცესში ჩართულობას, ხელოვნების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებას, სოციალური მედიის მართვას, სპორტულ აქტივობებში ჩართულობას მოიცავს. მონაწილე ასევე ადგილობრივი უნივერსიტეტის თავისუბერებს გაეცნობა.

სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯები.

პროექტის საშუალებით, მოხალისე იმოგზაურებს თურქეთში, გაიუმჯობესებს კომპეტენციებს ახალგაზრდულ საქმიანობაში, გამოიმუშავებს პიროვნულ უნარ-ჩვევებს, მიიღებს YouthPass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.

განაცხადის შესატანად გააგზავნეთ Europass CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე მეილზე: megiumbrella@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს ან Facebook გვერდს.