თბილისში მამაკაცს ეძებენ

2024-05-28 13:42:28

თბილისში ოჯახი 89 წლის კაცს ეძებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან, გლდანიდან, ქერჩის ქუჩიდან დღეს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ახლობლები მოქალაქეებს მიმართავენ თხოვნით, რომ თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ან დაკარგულს სადმე შენიშნავს, დარეკოს ნომერზე: 599033056 ან შეატყობინოს პოლიციას.