როდიდან გამოიდარებს რუსთავში

2024-05-28 13:35:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 მაისს საქართველოში ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°.

აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°.

რაც შეეხება რუსთავს, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

29 მაისი +28 გრადუსი, 30 მაისი +30 გრადუსი, 31 მაისი +31 გრადუსი.