საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.
რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის!", - ვეტოს დაძლევაზე მსჯელობის პარალელურად, დღეს, 28 მაისს, დილიდან სხვადასხვა აქციაა ჩანიშნული:
10:00 საათზე, პარლამენტთან;
11:00 საათზე, პარლამენტის წინ - "გიძახებთ ქვეყნის სამსახურში!";
12:00 საათი - პარლამენტის უკან;
17:00 საათი - პარლამენტთან, "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!"
19:00 - სტუდენტური მარში რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე
ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. პარლამენტის შესასვლელებს იცავს კრიმინალური პოლიცია.