როდის დასრულდება რუსთავში 2 ახალი ბაღის მშენებლობა

2024-05-27 12:45:13

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 ახალ ბაღს აშენებს.

300 ბავშვზე გათვლილი ბაღი მაჩაბლის ქუჩაზე შენდება, ხოლო 450 ბავშვზე გათვლილი ახმეტელზე.

მგფ-ის მიერ ბაღების მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობამ "მეგა გრინ გარდენსმა" მოიგო.

კომპანიამ ბაღები 11 813 000 ლარად უნდა ააშენოს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როდის დასრულდება ბაღების მშენებლობა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე ბაღების პროექტირება მიმდინარეობს, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.

მათი თქმით, ერთ-ერთი ბაღის მშენებლობა 2025 წლის თებერვალში დასრულდება, ხოლო მეორის 2025 წლის ზაფხულში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები