ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება გაგრილების საშუალებებზე მოთხოვნა.
შესაძლოა რუსთავის მოსახლეობის ნაწილმა არ იცოდეს, რომ ბინაში კონდიციონერის დასამონტაჟებლად შესაბამისი ნებართვის აღებაა საჭირო.
უნებართვოდ დამონტაჟებული კონდიციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ნებართვა აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურში უნდა აიღოთ.
კონდიციონერის დამონტაჟებისთვის აუცილებელია მობინადრემ წერილობით შეატყობინოს მუნიციპალიტეტს, დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის/ნებართვის მოპოვების შემდეგ კი შეძლებს გაგრილების სისტემის დამონტაჟებას.
როგორც მერიაში განმარტავენ, კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას -1000 ლარის ოდენობით.
წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს რუსთავის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.