რუსთაველ ძიუდოისტს გიორგი სარდალაშვილს მერიამ 10 000 ლარი გადასცა

2024-05-27 12:02:45

რუსთაველ ძიუდოისტს, გიორგი სარდალაშვილს, რომელმაც აბუ დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადასცა.

მსოფლიო ჩემპიონს ჯილდო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა.

მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო, 5 000 ლარი გადაეცა გიორგი სარდალაშვილის მწვრთნელსაც, ხვიჩა კაპანაძესაც.

შეგახსენებთ, რომ სარდალაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი 19 მაისს მოიგო.