მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ელისო პაჭკორია ავრცელებს.
68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.
"გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის?
ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო“, - წერს ელისო პაჭკორია.