რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს' თვითმხილველებმა განუცხადეს, 60 წლამდე მამაკაცი ბაზარში პროდუქტების საყიდლად მივიდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზევე დაიღუპა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მედიკოსებს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.