უხვმა ნალექმა ქვემო ქართლში პრობლემები შექმნა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოს მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს.
მათი თქმით, უხვი ნალექის გამო მდინარე დებედა ადიდდა და წყალმა სოფელში სახლები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დატბორილია 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
უხვა ნალექმა დააზარალა ქალაქი მარნეული და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლები.