ახალი დეტალები სასამართლო პროცესიდან

2024-05-24 16:42:35

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს ახალი მუხლი დაემატა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, მამაკაცს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გარდა, ძალადობასაც ედავება.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ფირაშვილი ცოლზე 2023 წლის აპრილიდან, 2024 წლის მაისამდე, ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ამ პერიოდის განმავლობაში იყო მასზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევაც.

პროკურატურის ინფორმაცით, ფირაშვილი ცოლს უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახლებში სტუმრობას და მათთან კომუნიკაციას, ურჩევდა ჩაცმის სტილს, 1 წლის განმავლობაში აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და ამცირებდა.

დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.