გორში მეოთხე დღეა 29 წლის მამაკაცს ეძებენ.
როგორც ბიჭის მამამ "ინფო რუსთავს" უთხრა, ახალგაზრდა კაცი სახლიდან 21 მაისს, დილის საათებში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მისივე ინფორმაციით, ძიებაში ჩართულია პოლიციაც.
ბიჭს ეცვა მუქი ლურჯი ქურთუკი და შავი შარვალი, ატარებს წვერს.
რაიმე სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 597 90 15 43