რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანის გვამი დახვდა, ხოლო რამდენიმე დაშავებული ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.