იცოდი? - როდის აშენდა რუსთავის მუნიციპალური შენობა და ვინ არის მისი არქიტექტორი.
რუსთავის მუნიციპალური შენობა, რომელშიც დღეს მერია და საქრებულოა განთავსებული, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობილი შენობაა ქალაქში.
მისი აშენება 1940-იანი წლებში მიხეილ ნეპრინცევის, დავით მელიქიშვილისა და ლ. კობალაძის მიერ შედგენილი გენ-გეგმით გათვალისწინებული იყო.
მაშინდელი ლენინის და დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, სანამ მუნიციპალური შენობა აშენდებოდა რკინიგზის ერთ-ერთი ხაზი გადიოდა, სადაც სამშენებლო მასალით დატვირთული მატარებლის ვაგონები შემოდიოდა, რადგან ბოსტან ქალაქის ქუჩაზე და მის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობებისთვის ადვილად მიეწოდებინათ მასალა.
შენობის არქიტექტორი თამარ ქაშაკაშვილია.
მისი აშენება 1954 წელს უნდა დაწყებულიყო და 1956 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.
1991 წლამდე, სამჭოთა კავშირის დაშლამდე ამ შენობის მარცხენა ფლიგელში საქალაქო კომიტეტი და კომკავშირი იყო განთავსებული.
მარჯვენა ფლიგელში კი აღმასკომი.