საბერძნეთის ქალაქ კილკისში 45 წლის ქართველი მოკლეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მეცხოველეობის ფერმაში ძარცვის მიზნით შეიჭრა, რა დროსაც მას ფერმაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა ესროლა.
ფერმის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ქართველი მძარცველი, თოფიდან გასროლის შედეგად მოკლა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამ პირთან, მათ შორის, ორ არასრულწლოვანთან ერთად იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა ფერმის მეპატრონე მკვლელობის მუხლით დააკავეს. ხელბორკილები დაადეს მოკლულთან ერთად სავარაუდო ძარცვის მიზნით ფერმაში მისულ სამ პირსაც, რომელთა შორის ორი - 15 და 16 წლის მოზარდები არიან.