გორსა და ქობულეთში ბოლო ზარის ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ.
ადგილობრივი მედიის "მოზაიკის" ცნობით, გორში ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
"აჭარანიუსის" ცნობით, კი ქობულეთის მუნიციპალიტეტსი ციხისძირში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ორივეში მე-12 კლასელები ისხდნენ.
არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა.