ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

2024-05-20 14:02:41

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მდინარეში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ორი ძმა დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ორივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ წყლიდან ცხედრები უკვე ამოასვენეს.