"ვირწმუნე, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი"

2024-05-20 12:12:35

"ვირწმუნე, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი",- ამის შესახებ რუსთაველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარდალაშვილმა ევროპის ძიუდოს კავშირთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"1/4-ფინალში, მაშინ როდესაც ტატამზე გავედი და დავდექი, ვირწმუნე, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი.

ალბათ სწორედ ეს შემართება და ფიქრები დამეხმარა იმაში, რომ უძლიერესი ტურან ბაირამოვი დამემარცხებინა, რომელთანაც 2 წელია ვმარცხდები. თან ბაირამოვი ის სპორტსმენია, რომელსაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოვუგე, მას შემდეგ მან ძალიან მოუმატა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მისი დამარცხებით ნახევარფინალში გავედი.

ამ გამარჯვებაში მთელი ჩემი ძალა და ენერგია ჩავდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო ბაირამოვი კი არა, საკუთარი თავიც დავამარცხე. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი მსოფლიოს ტიტულისთვის..."